sali.pugi

პუგი
2013-07-22 02:33:56 (UTC)

ყველაფერი შეიცვალა! სულ ყველაფერი!

ვიცი ცუდი გოგო ვარ ძალიან დიდი ხანია არ მომიწერია... და ძალიან ბევრი ამბები მაქვს, ძალიან.
ესეიგი... სადღაც ესე 8 მარტის მერე ნოდოს აღარც მოუწერია.. უცებ მორჩა ყველაფერი. უბრალოდ გარეთ თუ ვნახავდი და გამარჯობა როგორ ხარო.. მეტი არც არაფერი...
სამაგიეროდ გიგიმ დაიწყო თავიდან აქტიურობა. დედას ვფიცავარ მეგონა რო არ შევურიგდებოდი, მარა გულს ვერ უბრძანებ.. ამოვიდა ჩემთან სახლში, გოგოები ჩემთან იყვნენ და ყველაფერი იცოდნენ... საყვარელი დათუნიით (მურთაზათი) ..
5 ლამაზი ტიტით... და შამპანურით. ისეთი ბედნიერი ვიყავი.. ძალიან გამიხარდა.. ერთი ნახევარი საათი იყო ჩემ კარებთან დაყუდებული თავის ძმაკაც კობასთან ერთად. ეს იყო 21/04/13 ... ყველაზე მაგარი დღე იყო...
მოკლედ შევურიგდი.. მაგრად დავიწყეთ ურთიერთობა.. მთელი დღეები ერთად ვიყავით... მაგრად ვერთობოდით... ხან ვწუწაობდით, ხან კარტს ვთამაშობდით ვანოს პადვალში.. ხან ვჩხუბობდით, ხან ვმღეროდით, ხან ვცეკვავდით, ხან რა და ხან რა... მოკლედ მართლაც შეიცვალა მგონი ჩემი ბიჭი... მერე 21.06.13 მაჩუქა თავის ხელით გაკეთებული, შავ ფიცარზე დაჭედებული ლურსმნები გულის ფორმის და ზემოდან წიტელი ძაფი შემოხვეული... ზუკას გამოატანა ჩემ სახლამდე.. ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა.. მაგ დროს ანი, გვანცი და მეორე ანი იყვნენ ჩემთან.. ვხტუნაობდი სიხარულისგან...ბედნიერად ვგრძნოვბდი თავს..
ვიცი რო ვუყვარვარ.. უბრალოდ იმასაც ვხვდები რო ისე არ ვუყვარვარ როგორც საჭიროა, მე უფრო მიყვარს.. და გული მწყდება.. ეს ქცევებზე ეტყობა.. ჩვენი პირველი ჩხუბი ამ შერიგებისას იყო ველოსიპედის გამო, მთელუ დღე კატაობდა ველოზე ისე რო ჩემთან ერთხელაც არ მოვიდა... ვიჩხუბეთ და მერე შევრიგდით... ყველაზე მაგარი მომენტია რო გირიგდება... რო ცდილობს რო გაგაცინოს..
დღეს კი მაგრად ვიჩხუბეთ... ჩამოვედი ბორჯომიდან.. ორი კვირა იქ ვიყავი.. ეს თურმე გოგოებთან ერთად იყო, ერთობოდა, ჩამოვედი მოულოდნელად, მნახა ჩამეხუტა, მერე კი მაინც გოგოებთან ერთად წავიდა.. ჩემ თვალწინ, გოგოებთან ერთად იყო, სხვებთან და არა ჩემთნ...ძალიან გავბრაზდი მარა დაბლა ეზოში არ შევიმჩნიე... ისე ვიქცეოდი თითქოს სულ არ მიყვარდა გიგი და ნაკლებად მაინტერესებდა ვისთან გაივლიდა... ესეც ესე.. მაგრამ ამოვედი სახლში.. ყველაფერი გავაანალიზე, ზოგმა მომწერა გიგიზე რო სუ გოგოებთან დადიოდა, ზოგმა ისიც მითხრა არ უყვარხარო... მოკლედ მაგრად ვიჩხუბეთ... და ბოლოს ესე დავამთავრეთ:
"
bolojer geubnebi, ise nu moiqcevi ro tavi gadamayvaro, imdenad nu mananebineb sherigebas ro kide davshordet (da tu davshordit iqneba saboloo...) cota goneba miayole shen saqcielebs, cota dapiqrdi ras aketeb da ise gaakete... dafiqrdi ra shedegi eqneba... dedas vficavar dges rogorc viyavi ra donemdec viyavi ise tu kide momiwia yopna dedas vficavar dzaaan dzaan magrad vichxubebt. me chem satqmels movrchi
madloba yuradgebistvis :) "

ესე ... ვნახოთ როგორ მოიქცევა... ხანდახან ძაან საყვარელია.. ხანდახან კიდე თითქმის ვერ ვიტან... ეხლა გიგიზეა დამოკიდებული..ყველაფერი...
მოვრჩეთ გიგიზე ლაპარაკს.

ხო რაც შეეხება ანჩის... კაკაბეთშია, კახეთში... ძაან მომენატრა.. გაგა აღარ უყვარს. ეხლა უკვე დათკა :დ და რაც მთავარია იმ ბიჭსაც უყვარს :დ <3

დედას და მამას რაც შეეხება მაგათი შერიგება უკვე სასწაულებში ჩაითვლება... ის ქალი გავიცანი, მამამ ცოლად მოიყვანა და გუშინ წინ შვილიც გაუჩნდათ, გაბრიელი. კიდე დღეს სურათები ვნახე მამა ის ქალი და იმ ქალის შვილი ყოფილან მაკდონალდში.. მე რო რამე ვთხოვო კიდე წუწუნით კვდება რო ფული არა აქვს. იმდენი ხანია მე და მამა ერთად აღარ წავსულვართ არსად... როგორ მენატრება მამის სითბო ვერავინ წარმოიდგენს.. როგორ მაკლია.. როგორ მინდა რო როცა რამე გამიჭირდება მქონდეს მამის იმედი... რო შემეძლოს ნებისმიერ დროს დარეკავა და რამის თხოვნა... ეეჰ.. ვერავინ წარმოიდგენს..აქამდე თვეში ერთხელ ვნახულობდი 10 წუთი დაახლოებიტ.. ეხლა ახალი ბავშვი ყავს და იმას უნდა მიხედოს.. წელიწადში ხუთი წუთი რო ვნახო ეგეც უნდა ვინატრო.. ეს ტკივილი სულ დამყვება როგორ მხიარულადაც არ უნდა გამოვიყურებოდე.. დღე არ გავა ამაზე არ დავფიქრდე... დედას ისევ უყვარს.. არ აღიარებს მაგრამ ფაქტია.. სხვა სიახლე ამ მხრივ არაფერია.. ყველაზე მეტად მიყვარს დედა. ყველაფერს ვიზავ რო დედაჩემი ბედნიერი იყოს. ვაფშე ყველაფერს. ყველაზე მეტად ვუყვარვართ მე და ჩემი გადარეული ძმა, და ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის, ჩვენ რო რამე არ დაგვაკლდეს ყველაფერს აკეთებს. მე კიდე ისეთი საზიზღარი ხასიათი მაქვს... სულ ვაბრაზებ.. არადა ყველაზე მეტად მიყვარს. და ცუდ ხასიათზე როა სულ მინდა რო გავამხიარულო.. მართლა მეცოდება დედა.. სიყვარულში არ გაუმართლა ცუდი ქმარი შეხვდა და ამასთან ერთად მამობაშიც ვერ ივარგა... თან კიდე უყვარს.. სხვა არავინ უყვარს მარტო მამა. როგორ მინდა დედას ყველა სურვილს ეგრევე უსრულებდა. რო ვიმუშავებ რაც შემეძლება ყველაფერს ვიზავ დედასთვის. მაფანატებს დედაჩემზე. ვგიჟდები, მეკეტება. მაგაზე რო ვინმემ რამე თქვას არ ვიცი შეიძლება ძაან ცუდად დამთავრდეს ჩემი და იმ ვიღაცს ურთიერთობა. ყველაზე ვაფშე ყვწელაზე მეტად მიყვარს დედაჩემი!
კარგად <3




Ad: